ამერიკულმა კომპანია Global Military Products-მა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროსგან 118 მილიონ დოლარზე მეტის ოდენობის კონტრაქტი მიიღო უკრაინისთვის Gepard-ის თვითმავალი საზენიტო სისტემების შესყიდვა-მიწოდებაზე.
ამის შესახებ „ევროპული სიმართლე“ პენტაგონის შეტყობინებაში წერს.
„Global Military Products Inc, ტამპა, ფლორიდა, მიენიჭა 118,375,740 აშშ დოლარის ფიქსირებული ფასის კონტრაქტი 35 მმ-იანი Gepard საზენიტო სარაკეტო სისტემების შესყიდვისა და მიწოდებისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.
სამუშაოები შესრულდება ამანში, იორდანია, სავარაუდო დასრულების თარიღით 2024 წლის 30 მაისი.
პენტაგონმა გაიხსენა, რომ კონტრაქტის ხელმოწერის დროს 2010 ფისკალური წლისთვის უცხოური სამხედრო გაყიდვების პროგრამის (Ukraine Security Assistance Initiative) ფარგლებში გამოყოფილი იყო $118,375,740.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.
აშშ-ს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვას, არტილერიას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და საბრძოლო მასალას, განსაკუთრებით მცირე იარაღისთვის.
კერძოდ, საუბარია პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემების, AIM-7 საჰაერო თავდაცვის სისტემების, Avenger საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, Stinger-ის საზენიტო სისტემებზე, ზუსტი საავიაციო საბრძოლო მასალებზე, ზუნის საზენიტო რაკეტებზე და უპილოტო საჰაერო სისტემების საბრძოლო მასალაზე.